28 მარტს, საქართველო-ესპანეთის მატჩს მაყურებლის 30% დაესწრება

 28 მარტს, საქართველო-ესპანეთის მატჩს მაყურებლის 30% დაესწრება

საქართველოს და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების თამაშზე, რომელიც 28 მარტს 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება, მაყურებლის 30%-ის დასწრება იქნება შესაძლებელი. სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე, მაყურებლის საერთო რაოდენობის 30% დაახლოებით 16 000 გულშემატკივარია.

რეგულაციებსა და ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

ასევე უცნობია, როგორ შეძლებენ გულშემატკივრები მატჩზე დასწრებას, როდესაც კვლავ ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი, რაც საღამო 9 საათიდან დილის 5 საათამდე საჯარო სივრცეში გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

Related post