2021 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნები დასახელდა – რომელ ადგილზეა საქართველო

 2021 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნები დასახელდა – რომელ ადგილზეა საქართველო

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 2021 წლის ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს ასახელებს. კვლევას, რომელიც სულ 149 ქვეყანაში ჩატარდა, 6 ინდიკატორი ჰქონდა, რის მიხედვითაც ქვეყნის ბედნიერების ინდექსი დგინდება. ეს ინდიკატორებია: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრება, თავისუფლება, მასპინძლობა და კორუფციის დონე.

რეიტინგში პირველ ადგილს უკვე მე-4 წელია უცვლელად ფინეთი იკავებს. ფინეთის გარდა, რეიტინგში ლიდერობენ სხვა სკანდინავიური ქვეყნებიც.

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

  • 1. ფინეთი
  • 2. ისლანდია
  • 3. დანია
  • 4. შვეიცარია
  • 5. ნიდერლანდები
  • 6. შვედეთი
  • 7. გერმანია
  • 8. ნორვეგია
  • 9. ახალი ზელანდია
  • 10. ავსტრია
  • ბოლო 5 ადგილს კი ისეთი ქვეყნები მოხვდნენ, სადაც საომარი მოქმედებები და ტერორისტული თავდასხმები ხშირია. ეს ქვეყნებია ზიმბაბვე (148), რუანდა (147), ბოტსვანა (146) და ლესოთო (145)

კვლევის მიხედვით, 2020 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში 149 ქვეყანას შორის საქართველო 73-ე ადგილზე მოხვდა.

Related post