ჭკვიანი ტუალეტი, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს

 ჭკვიანი ტუალეტი, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს

კორონავირუსის პანდემიამ სისუფთავის აუცილებლობა კიდევ ერთხელ შეგვახსენა. თითქმის ყველა შენობაში გამოჩნდა დეზინფექციის სპეციალური ხსნარები. ამის ფონზე, კომპანია TOTO-მ, რომელიც მსოფლიოში სანტექნიკის უდიდესი მწარმობელია (5,47 მილიარდი დოლარის წლიური გაყიდვებით) ჭკივანი ტუალეტები დააანონსა.

კომპანიაში ამბობენ, რომ სუფთა ცხოვრების წესი დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათი ინოვაციური ტუალეტები კი, ადამიანების ყოველდღიურობას უფრო სუფთას და ჯანსაღს გახდის.

TOTO ინოვაციებით აქამდეც გამოირჩეოდა, მაგრამ ამჯერად კომპანიის წარმოებულ ახალ პროდუქციაში ხელოვნური ინტელექტი იქნება ინტეგრირებული. ე.წ. ჯანსაღი ტუალეტის კონცეპტი შემდეგია: ის აანალიზებს თქვენს კანს და განავალს. შემდეგ, მობილური აპლიკაციის საშუალებით, გთავაზობთ რეკომენდაციებს ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ. ამასთან, უნიტაზის თავსახური უკონტაქტოა, ის ავტომატურად იხსნება და იხურება.

Related post