“შემდეგი შეიძლება ფიტნესდარბაზები იყოს” – ნათია თურნავას გამარტება შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპებზე

 “შემდეგი შეიძლება ფიტნესდარბაზები იყოს” – ნათია თურნავას გამარტება შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპებზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, სპორტული ინდუსტრია შესაძლოა შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ეტაპზე მოხდეს და გაიხსნას ფიტნესკლუბები.

“ფიტნესცენტრებს და სპორტულ კომპანიებს და ვინც ამ ინდუსტრიაში ჩართული უფრო მძიმე მდგომარეობა აქვთ, ვიდრე თუნდაც კვების ინდუსტრიას, რომელიც 15 თებერვლიდან ღია სივრცის სახით გაიხსნება. ფიტნესებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ, ვაკვირდებით ეპიდვითარებას და აქედან გამომდინარე, მთავრობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შევუმსუბუქოთ სპორტულ ინდუსტრიას ეს პერიოდი როდესაც გაჩერებულები არიან და დავუსუბსიდიროთ სესხის პროცენტი, რაც არ იქნება ნეიტრალიზაცია ნეგატიური ზეგავლენის, რაც გაჩერებულ ბიზნესს ემართება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის და ტვირთის ნაწილს მაინც შევუმსუბუქებთ.

საკმაოდ დიდი აქტივობა გავხსენით, 1, 8 და 15 თებერვლიდან, დავაკვირდებით ეპიდვითარებას და შემდეგი შეიძლება იყოს ფიტნესდარბაზები, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო,” – განაცხადა “დღის კურიერში” ნათია თურნავამ.

tano tano

Related post

GEOVIPS.COM

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედია


This will close in 50 seconds