შავი შოკოლადის 4 სასარგებლო თვისება

 შავი შოკოლადის 4 სასარგებლო თვისება

შავი შოკოლადი დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ საკვებ ნივთიერებებს, რომლებსაც დადებითი ეფექტი აქვს ჯანმრთელობაზე.

გთავაზობთ შავი შოკოლადის 4 დადებით თვისებას:

1. შავი შოკოლადი დატვირთულია ანტიოქსიდანტებით: პოლიფენოლებით, ფლავანოლებითა და კატექინებით. კაკაოს თესლი ამ ნივთიერებების შემადგენლობითა და მაღალი აქტივობით გამოირჩევა სხვა პროდუქტებისგან.

2. ფლავანოლებს შეუძლიათ ასტიმულირონ ენდოთელიუმიდან (სისხლძარღვის ამომფენი გარსიდან) NO აზოტის ოქსიდის გამოთავისუფლება. ეს უკანასკნელი სისხლძარღვების მოდუნებას უწყობს ხელს, რაც განაპირობებს რეზისტენტობის შემცირებას და ამ მექანიზმით მაღალი არტერიული წნევისას, ახდენს მის ნორმალიზებას.

3. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ცნობილია, როგორც ცუდი ქოლესტეროლი, რომელიც გროვდება სისხლძარღვის კედელში და ახშობს სანათურს, რამაც შეიძლება ინფარქტამდე და ინსულტამდე მიგვიყვანოს. შავი შოკოლადი კი ამცირებს ცუდი ქოლესტეროლის დონეს სისხლში.

4. აღმოჩნდა,რომ შავი შოკოლადი მზის პირდაპირი სხივებით გამოწვეული დამწვრობისგან გვიცავს. ფლავანოლი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კანში, რაც მოქმედებს, მზის სხივების საზიანო მოქმედებისგან.

tano tano

Related post

GEOVIPS.COM

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედია


This will close in 50 seconds