” ყველა დაწესებული შეზღუდვა აუცილებელია ვირუსის მართვისა და მისი გავრცელების შეკავებისთვის” – ცქიტიშვილი

 ” ყველა დაწესებული შეზღუდვა აუცილებელია ვირუსის მართვისა და მისი გავრცელების შეკავებისთვის” – ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს ქვეყანაში შექმნილი ფსიქოლოგიური ფონის კარგად ესმის, თუმცა მისივე თქმით, ყველა დაწესებული შეზღუდვა ვირუსის მართვისა და გავრცელების შეკავებისთვის აუცილებელია.

ცქიტიშვილის აღნიშნა, რომ შეზღუდვების დაწესება არაპოპულარული ნაბიჯია, თუმცა მათი შემსუბუქება და ეკონომიკის ფუნქციონირება მოქალაქეების ჯანმრთელობისა და მით უმეტეს სიცოცხლის ხარჯზე ვერ მოხდება.

მისივე განმარტებით, დადებითობის მაჩვენებელი 7 დღის განმავლობაში უკვე 4%-ზე ნაკლებია , ეს არის ძალიან კარგი შედეგი თუმცა არ ნიშნავს ეპიდემიის დასრულებას.

“ჩვენს მოსახლეობას ძალიან აინტერესებს შეზღუდვების შემსუბუქების დაჩქარება და კარგად გვესმის ყველას, რომ ყველა ტიპის შეზღუდვას დიდი გავლენა აქვს მოქალაქეების როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ასევე, რა თქმა უნდა, ზოგადად ფსიქოლოგიურ ფონზე, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ყველა დაწესებული შეზღუდვა აუცილებელია ვირუსის მართვისა და მისი გავრცელების შეკავებისთვის.

შეზღუდვების დაწესება არაპოპულარული ნაბიჯია, თუმცა მათი შემსუბუქება და ეკონომიკის ფუნქციონირება ვერ მოხდება მოქალაქეების ჯანმრთელობისა და მით უმეტეს სიცოცხლის ხარჯზე.

მაშინაც კი როდესაც ამ შეზღუდვების შემოღებაზე ვმსჯელობდით, ვამბობდით, რომ შემსუბუქება დაიწყება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიხედვით. დღეს როდესაც უკვე 2 თვე გავიდა შეზღუდვების დაწესების დღიდან, ჩვენ გვაქვს დღეში უკვე 10 -ჯერ უფრო ნაკლები შემთხვევა და დადებითობის მაჩვენებელი 7 დღის განმავლობაში უკვე 4%-ზე ნაკლებია. ეს არის ძალიან კარგი შედეგი თუმცა არ ნიშნავს ეპიდემიის დასრულებას და რა თქმა უნდა, ყველა შეზღუდვის შემსუბუქებას თავისთავად ახლავს ეპიდემიის გავრცელების რისკიც“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

tano tano

Related post

GEOVIPS.COM

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედია


This will close in 50 seconds