სახლში მომზადებული “ბეილისი”!

 სახლში მომზადებული “ბეილისი”!

ეს ლიქიორი ყველას უყვარს, განსაკუთრებით კი ქალებს. თუმცა, ხშირად მისი ყიდვის სიამოვნება არ გვაქვს, რადგან ეს სასმელი-დელიკატესი საკმაოდ ძვირი ღირს. ამიტომაც გთავაზობთ მისი მომზადების საუკეთესო რეცეპტს. გვერწმუნეთ, ნამდვილი ბეილისისგან ვერ გაარჩევთ.

ინგრედიენტები

  • არაყი – 180 მლ
  • შესქელებული რძე – 400 გ
  • შოკოლადის რძე – 2 შეკვრა (იყიდება მარკეტებში)
  • ხსნადი ყავა – 2 ჩ/კ
  • მომზადების წესი:
    ბლენდერის ან მიქსერის მეშვეობით ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი და სასმელი მზად არის! თუ გსურთ უფრო გაასქელოთ სასმელი, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი სახამებელი. გემოთიც და შესახედაობითაც ნაყიდისგან ვერ გაარჩევთ!

Related post