სარეცხი მანქანა – ტიპები და მახასიათებლები

 სარეცხი მანქანა – ტიპები და მახასიათებლები

ტანსაცმლისა და თეთრეულის სარეცხი პირველი ელექტრო მოწყობილობები ყოველდღიურ ცხოვრებაში მე-19 საუკუნეში გამოჩნდა. პირველი სარეცხი მანქანა გამოიგონა ამერიკელმა ბლექსტოუნმა. თანამედროვე სარეცხი მანქანები უკვე სრულიად განსხვავდება მოწყობილობის პირველი ნიმუშებისგან და არ ითვლება ისეთ ფუფუნების საგნად, როგორც ეს ადრე იყო. ამჟამად სარეცხი მანქანა საყოფაცხოვრებო პირობების აუცილებელი ნაწილია.

ასეთი მოწყობილობის შეძენისას სწორი არჩევანის გასაკეთებლად გასათვალისწინებელია არსებული მოდელების ტიპები, მახასიათებლები და მუშაობის პრინციპი.

კონსტრუქციის ტიპის მიხედვით, არსებობს ჩასაშენებელი და ცალკე მდგომი სარეცხი მანქანები, ჩატვირთვის მიხედვით – ფრონტალური და ვერტიკალური.

ფრონტალური ჩატვირთვის ტიპის სარეცხი მანქანის მოხმარებაც და შეკეთებაც გაცილებით მოსახერხებელია ვერტიკალურ მოდელთან შედარებით, რაც აიხსნება მისი კონსტრუქციის შედარებით სიმარტივით.

ფრონტალურად განთავსებული გამჭვირვალე ლუქი საშუალებას იძლევა დავაკვირდეთ რეცხვის პროცესს: თუ სარეცხთან ერთად მანქანაში შემთხვევით აღმოჩნდება სხვა ელემენტები,შესაძლებელია ამის დანახვა და რეცხვის პროცესის დროულად შეწყვეტა.

ვერტიკალური ჩატვირთვის ტიპის სარეცხ მანქანას რაც შეეხება, ამგვარი მოწყობილობა კონსტრუქციულად შედარებით რთულია, ამიტომაც მსგავსი მოდელების ფასი ფრონტალურ ანალოგებზე ძვირია.

ვერტიკალური მოდელების უპირატესობებში შედის რეცხვის დროს პროგრამის შეცვლის გარეშე სარეცხის დამატების ფუნქცია, თუმცა ამგვარი რამ უკვე ზოგიერთ ფრონტალური ტიპის მანქანასაც ახასიათებს. ასევე შესაძლებელია ჭარბი სარეცხის ამოკლება ვერტიკალური სარეცხი მანქანიდან აუცილებლობის შემთხვევაში. დამახასიათებელი უფრო კომპაქტური კორპუსი ვერტიკალურ მანქანებს წინა ტიპის მოდელებთან შედარებით კიდევ ერთ უპირატესობას ანიჭებს.

ძირითადი პარამეტრების – განთავსების ადგილისა და ჩატვირთვის ტიპის განსაზღვრის შემდეგ მნიშვნელოვანი მახასიათებელია დოლურის მოცულობა. ეს მახასიათებელი სხვადასხვა მოდელებში საშუალოდ 3-8 კილოგრამია. დოლურის მოცულობის შემთხვევაში საჭიროა გათვალისწინება, თუ რამდენი პირი მოიხმარს სარეც მანქანას. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საშუალოდ 3-4 წევრისგან შემდგარი ოჯახისთვის საკმარისია 5-6-კილოგრამიანი სარეცხი მანქანა.

tano tano

Related post

GEOVIPS.COM

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედია


This will close in 50 seconds