რუსი ექიმი, რომელმაც მოწამლულ ნავალნის უმკურნალა, გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა

 რუსი ექიმი, რომელმაც მოწამლულ ნავალნის უმკურნალა, გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა

რუსი ექიმი სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც ზაფხულში “ნოვიჩოკით” მოწამლულ ნავალნის მკურნალობდა, გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN იმ საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც მაქსიმიშინი მუშაობდა

“სერგეი მაქსიმიშინი, რომელიც ომსკის გადაუდებელი ჰოსპიტალის უფროსი ექიმი იყო, 55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა” – წერია ინფორმაციაში.

უცნობია, რა გახდა რუსი ექიმის გარდაცვალების მიზეზი. ის ნავალნის მოწამლვის შემდეგ გერმანიის საავადმყოფოში გადაყვანამდე მკურნალობდა და, სავარაუდოდ, კარგად იცოდა, თუ რა დაემართა რუს ოპოზიციონერს.

tano tano

Related post

GEOVIPS.COM

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედია


This will close in 50 seconds