რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ხშირად ?

 რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ხშირად ?

1. შეიძენთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას

მოგზაურობაში ყოფნის დროს ჩვენ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული და გადაწყვეტილებების მიღება მარტოს გვიწევს. ვეცნობით უცხო კულტურას და ვცდილობთ ადავპტირდეთ გარემოსთან. ვსწავლობთ დროის სწორად განაწილებას, როცა გვინდა მოვასწროთ ყველა ღირსშესანიშნავი ადგილის დათვალიერება.

2. ჯანმრთელობის წამალი

მოგზაურობის დროს ვხარჯავთ ენერგიას, ვიცვლით ჰაერს და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ დროს მეხსიერებას ვავარჯიშებთ. ჩვენთვის უცნობ გარემოში ყოფნისას თვალი და ტვინი შედარებით სწრაფად მუშაობს და რეაგირებს ყველაფერ ახალზე. გარდა ამისა უცხო ადგილების თვალიერება, ამშვიდებს ნერვებს.

3. ვუმეგობრდებით ახალ ადამიანებს

მოგზაურობის დროს ახალი ადამიანები შესაძლოა ნებისმიერ ადგილას გავიცნოთ, ტრანსპორტიდან დაწყებული მუზეიმით, ან მაღაზიით დამთავრებული. ახალი ადამიანები კი ქმნიან ახალ თავგადასავლებს ჩვენს ცხოვრებაში.

4. უფრო სიღრმისეულად ვეცნობით საკუთარ თავს

მოგზაურობის დროს შესაძლოა საკუთარ თავში ბევრი რამ აღმოვაჩინოთ. მაგალითად როგორ გამოგვიდს უცხო ქვეყანაში საზოგადოებასთან ურთიერთობა და გადაადგილება.

5. ვიღებთ განათლებას

ჩვენთვის უცხო მხარეში ვათვალიერებთ კულტურულ ძეგლებსა და გამორჩეულ ადგილებს. ყველა გეტყვით რომ ზეპირ ცოდნას, საკუთარი თვალით ნანახი სჯობს. მაგალითად ეიფელის კოშკი ავიღოთ, რომლის მასშტაბებს სურათზე უკეთ, ადგილზე დავინახავთ.

6. იქმნით მოგონებებს

მოგზაურობა მოგონებებისა და თავგადასავლების შექმნის საუკეთესო გზაა. ამის დასტურად არსებობს ცნობილი გამოთქმაც : “ შეაგროვეთ მომენტები და არა საგნები “

7. აკეთებ შედარებას

მოგზაურობისა და უცხო მხარეში ყოფნისას გვაქვს საშუალება შევადაროთ ჩვენი საცხოვრებელი ადგილი ახალ გარემოს.

Related post

GEOVIPS.COM

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედია


This will close in 50 seconds