მიხეილ სააკაშვილი: ნიკა მელიას დაცვა, ეს მელიას დაცვა კი არ არის მარტო, ეს არის საქართველოს გადარჩენა დიქტატურისგან

 მიხეილ სააკაშვილი: ნიკა მელიას დაცვა, ეს მელიას დაცვა კი არ არის მარტო, ეს არის საქართველოს გადარჩენა დიქტატურისგან

“თუ მოხდა სისხლისღვრა, უბედურება, ის, რასაც ისინი აპირებენ და ისინი ამას აპირებენ, ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას, ჩვენ არ გვინდა ეს ყველაფერი, ჩვენ გვინდა საქართველოში მშვიდობა, განვითარება, დემოკრატია, თავისუფლება და ის, რომ ერთად დავძლიოთ კოვიდი”, – პასუხობს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ჟურნალისტის კითხვას, ჩამოვა თუ არა საქართველოში, იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას დააკავებენ.

“ღმერთმა არ დაგვაჭირვოს არაფერი, თითოეული ადამიანი ვინც ეხლა იქ არის გამაგრებული, ესენი არიან ჩემი მეგობრები, ახლობლები, თანამებრძოლები, ჩემი ყოფილი მოწინააღმდეგეები, ყველანი გავერთიანდით. მე არ მინდა არც მსხვერპლი, არაფერი, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ნიკა მელიას დაცვა, ეს მელიას დაცვა კი არ არის მარტო, ეს არის საქართველოს გადარჩენა დიქტატურისგან.

ჩვენ გვინდა მოლაპარაკება, მშვიდობა, მე მინდა პირადად, რომ არც ღარიბაშვილს არაფერი შეეხოს, არც არავის, მაგრამ, თუ ქვეყანას საბოლოოდ ანადგურებ, მაშინ ჩვენ ერი ვართ, თუ ვინ ვართ?! გვაქვს ღირსებაც, თავმოყვარეობაც და საკუთარი თავის გადარჩენაც უნდა შეგვეძლოს”. – ამბობს სააკაშვილი ტვ პირველთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

Related post

GEOVIPS.COM

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედია


This will close in 50 seconds