” მივხვდი რომ აღარ მომწონს, მომბეზრდა…” – ნუკი კოშკელიშვილი

 ” მივხვდი რომ აღარ მომწონს, მომბეზრდა…” – ნუკი კოშკელიშვილი

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მრავალი წელია გარეგნობაში ცვლილებები არ შეუტანია. მოდელი ფოლოვერების აზრით დაინტერესდა და ჰკითხა, თუ რა უნდა შეცვალოს გარეგნობაში, რადგან ცვლილებები აუცილებელია.

“ძველი ფოტო ვიპოვე და ბარემ დავწერ….

იცით რაზე ვფიქრობ.. რა უცნაურია ჩვენი ბუნება. ყველაფერი გვბეზრდება. რას ვგულისხმობ? აი ავიღოთ მამაკაცი რომელიც გიჟდება ვიღაც გოგოზე, მასზე ლამაზი მეორე არ ჰგონია, მოყავს ცოლად და რა?… თვალი ეჩვევა და ის ასევე უყვარს, ასევე ელამაზება მაგრამ უკვე შეჩვეულია და აღფრთოვანებას აღარ იწვევს.ან არ გსმენიათ ბიჭი გოგოს რომ დასდევს წლები და რომ მიიღებს საპასუხო ყურადღებას და მერე ქრება, ინტერესი აღარ აქვს..? ან კარგით, ნუ ავიღებთ ქალს და მამაკაცს, უბრალოდ ადამიანები ავიღოთ. აი ერთი ცნობილი გოგოა წლებია ისე მელამაზება სიტყვებით ვერ ავღწერ (არ სცადოთ გამოცნობა, ვერ გამოიცნობთ უცხოელია) სულ ვადევნებ თვალს და ქალურად მშურს მისი სილამაზის, გავიდა დრო და არვიცი თვალი შემეჩვია, არვიცი გემოვნება მე შემეცვალა ან მას არაფერი შეეცვალა და ამიტომ, მივხვდი რომ აღარ მომწონს, მომბეზრდა. მანდ აუცილებლად ვხვდებით, რომ ვერ ვიტანთ ერთფეროვნებას, სულ გვჭირდება გარდა ვიზუალურის ასევე შინაარსობრივი ინტერესის გამოწვევა. ესეიგი რა გამოდის იმისთვის რომ იყო სასურველი გინდ სასიყვარულო ურთიერთობაში გინდ ისე, უნდა მუდამ ცვლიდე გარეგნობას, ცოტათი მაინც და ცდილობდე მუდამ, რომ შენ ცხოვრებაში რაღაც ხდებოდეს ახალი, იქნება ეს ინტერესი, ჰობი, მოვლენა.. ასეა??? თუ ასეა ისიც მითხარით მე რა შევცვალო, იმიტომ რომ გარეგნობაში მგონი ვარდების რევოლიუციის მერე არაფერი შემიცვლია…. ” – წერს კოშკელიშვილი.

Related post