მელია ელისაშვილს: “ენას კბილი დააჭირე, ან აღიარე, რომ “ოცნების” მარიონეტი ხარ”

 მელია ელისაშვილს: “ენას კბილი დააჭირე, ან აღიარე, რომ “ოცნების” მარიონეტი ხარ”

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტში შესულ ალეკო ელისაშვილს მიმართავს:

“შენს გვერდით რომ ვყოფილიყავი ახლა, ჩემთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებდნენ? და თუ იმსჯელებდნენ, რას იზამდი, გადამეფარებოდი? ამიტომ ან ენას კბილი დააჭირე, ან აღიარე, რომ “ოცნების” მარიონეტი ხარ”.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების პროცედურებს იწყებს. ამ წუთებში პარლამენტში პროკურატურის წარმომადგენელს უსმენენ, რომელიც დაპატიმრების მოთხოვნას ასაბუთებს.

Related post

GEOVIPS.COM

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედია


This will close in 50 seconds