მედია: ალექსეი ნავალნის მეუღლემ რუსეთი დატოვა

 მედია: ალექსეი ნავალნის მეუღლემ რუსეთი დატოვა

როგორც რუსული მედია იუწყება, ოპოზიციონერი დაპატიმრებული პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ რუსეთი დატოვა.

გამოცემა „ინტერფაქსი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ იულია ნავალნაია „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან გერმანიის ქალაქ ფრანკფურტისკენ გაფრინდა.

დამატებითი ცნობების მოძიებას „დოიჩე ველე“ შეეცადა, თუმცა გამოცემას არც „დომოდედოვოს“ აეროპორტში და არც ავიაკომპანია Lufthansa-ში ინფორმაცია არ მიაწოდეს. რუსულ მედიასაშუალებებთან ოჯახის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ნავალნაიას რუსეთიდან გამგზავრების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

შეგახსენებთ, არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის მეუღლე 20 000 რუსული რუბლით დააჯარიმა.

Related post

GEOVIPS.COM

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედია


This will close in 50 seconds