ისრაელში დასაქმების მსურველება უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე

 ისრაელში დასაქმების მსურველება უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში 1 წლით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დადებული შეთანხმება დასაქმებას ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე ითვალისწინებს. სამუშაოს ხანგრძლივობა კვირაში 6 დღეა, 42 საათიანი გრაფიკით. ყოველთვიური ხელფასი (გადასახადების ჩათვლით) 5300 შეკელია, დაახლოებით 1600 დოლარი.

საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია 12 აპრილიდან დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ გაივლის.

Related post