თუ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს – ჯაფარიძე

 თუ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს – ჯაფარიძე

“მეტი თავისუფლება – გირჩის” ლიდერის, ზურა ჯაფარიძეს შეფასებით, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი დიალოგია.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მეტი კონსტრუქციულობა, მეტი მზაობა სერიოზული დიალოგისთვის.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე აქციებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ სავარაუდოდ, გაგრძელდება.

“ბატონმა პრეზიდენტმა ჩვენთან და “ქართულ ოცნებასთან” საუბრის შემდეგ პუნქტები დადო, რომლის გარშემო ის თვლის, რომ მნიშვნელოვანია მომავალში მოლაპარაკებების გაგრძელება. ეს პუნქტები იგივეა, რაც ისედაც იდო მოლაპარაკების მაგიდაზე და პლიუს დამატებულია ორი პუნქტი. ერთი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, მეორე კი ძალაუფლების დანაწილებას ეხება. ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი დიალოგია, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მეტი კონსტრუქციულობა, მეტი მზაობა სერიოზული დიალოგისთვის.

აქციებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ სავარაუდოდ, გაგრძელდება. თუ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან არ ყოფილა გაჟღერებული რომ რომელიმე საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.
article.ge

Related post