ზურაბ გურული: რუსული „ლანცეტის“ ფენომენი

 ზურაბ გურული: რუსული „ლანცეტის“ ფენომენი

“რუსული „ლანცეტის“ ფენომენი—————————————–დაახლოებით გნებავთ წარმოიდგინოთ მსოფლიოს დამოკიდებულება რუსების მიმართ?…მაშინ გაიხსენეთ სამყაროთაშორის ომებზე გადაღებული ჰოლივუდური ბლოკბასტერები, რომელთა ფინალურ სცენებში, პათეტიკური ჟრუანტელის მომგვრელი მუსიკის თანხლებით, ამერიკელთა მეთაურობით დარაზმულ დედამიწელთა სამხედრო ძალებს, უერთდებიან ბრიტანელები, ჩინელები და რუსები…დიახ. რუსები. და მათ მსოფლიო მიიჩნევს როგორც სუპერსახელმწიფოთაგან ერთერთერთს, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა. ასეთია დასავლეთის პოზიცია და ასეთი იქნება მუდამ.ცხადია, ვერც მიკროსამყაროსთან ომში იქნებოდა განსხვავებული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. მითუმეტეს, რომ გლობალისტ ევროპელებს ისევ შეუერთდა მათგან დროებით გამოთიშული ამერიკა. მსოფლიო ახლა მათია. გლობალისტების.ამიტომ, ნურავის გაუკვირდება „ლანცეტში“ გამოქვეყნებული სტატია რუსული ვაქცინის ეფექტურობის შესახებ. ცხადია გასაგები ლოგიკური მიზეზების გამო მე არა მაქვს არავითარი მეცნიერული მტკიცებულება, რომ „ლანცეტის“ რედკოლეგიას შევეკამათო, მაგრამ მაქვს უფლება მქონდეს საფუძვლიანი ეჭვი. ეს ჩემი, ჯერჯერობით მეტნაკლებად თავისუფალი ადამიანის უფლებაა. ეჭვი ემყარება არაერთ ფაქტს. მაგალითად იმას, თუ რამდენად სანდოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და პირადად მისი დირექტორის კომპეტენცია პანდემიის მართვაში; რამდენად არის ეს ორგანიზაცია დამოკიდებული ფინანსურ და იდეოლოგიურ დონორებზე. რამდენად მძიმედ მოხდა კლინიკური და კვლევითი მედიცინის პროფანაცია პანდემიის მიმდინარეობისას, როდესაც მსოფლიო სამედიცინო პრესა წალეკა რამდენიმე ემპირიულ მონაცემზე სუბიექტურად აგებულმა „კვლევებმა“. ჩინეთის უცნაურმა „წარმატებამ“ პანდემიასთან ბრძოლაში და ბოლოს, რუსული მედიცინის „მიღწევებმა“; ქვეყნის, რომელიც დეკადებით ჩამორჩება მსოფლიო ტექნოლოგიურ პროგრესს.ვაქცინაციის პროცესში მოულოდნელად დაწინაურებული ბრიტანეთის წარმატებამ აღაშფოთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ბუნებრივიც იყო. ანტიგლობალისტი ჯონსონის გარკვეული პროგრესი ეწინააღმდეგება მსოფლიოს ახალ იდეოლოგიურ კონცეფციებს. ვაქცინები საკმარისი აშკარად არ არის ყველასათვის. ამიტომ, რუსეთი ისევ უნდა გახდეს სრულუფლებიანი მოთამაშე. სინდისთან კომპრომისი? არა უშავს. ასეთი კომპრომისები ყოველთვის მართლდება პრიორიტეტთა ფარდობითობის კოეფიციენტით. მითუმეტეს, რომ ამ კოეფიციენტის ფორმულებს თავად ადგენ.დიახ. რუსეთი მოიხმეს მოკავშირედ სამყაროთაშორის ომში. და ცხადია რომ ის ამ ომში მონაწილეობით გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებსაც მოითხოვს. ამჯერად მეტი სპეკულაციები აღარ ღირს. გამოჩნდება ნელნელა.და რა უნდა გააკეთოს საქართველომ? სასოწარკვეთას მიეცეს?ეს ისეთივე სისულელე იქნება, თავი დაანებო საკუთარ პროფესიას, თუკი გაიაზრებ რომ ვერასოდეს მოიპოვებ ნობელის პრემიას.საქართველო ამაყი და ბედნიერი უნდა იყოს იმით, თუ ვინ არის თავად და არასოდეს განიხილოს საკუთარი თავი არც რუსეთთან, არც ევროპასთან და არც ამერიკასთან მიმართებაში.არის კი ეს შესაძლებელი?სრულიად შესაძლებელია, თუკი შევდგებით როგორც საზოგადოება და სახელმწიფო.ვინმე დაგვეხმარება ამაში?არავინ!როგორც ადამიანს, ასევე სახელმწიფოს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. მხოლოდ ამის გააზრების შემდეგ დაიმსახურებს შესაფერის პატივისცემას როგორც მტრისაგან, ასევე მოყვარისაგან,”-  წერს სოციალურ ქსელში აშშ-შ- მცხოვრები, მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული.

tano tano

Related post

GEOVIPS.COM

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედია


This will close in 50 seconds