ბაზრობები სრულად 8 თებერვლიდან გაიხსნება

 ბაზრობები სრულად 8 თებერვლიდან გაიხსნება

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 8 თებერვლიდან სრულად ამოქმედდება ბაზრობები. თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.

მისივე თქმით, 8 თებევრლიდან საქართველოს მასშტაბით ტრანსპორტი სრულად ამოქმედდება. 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეში შეძლებენ ფუნქციონირებას. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც სწავლა საკლასო ოთახებში, ასევე, 15 თებერვლიდან აღდგება.

გახარიამ, ასევე, განაცხადა, რომ მომდევნო შემსუბუქებაზე მთავრობა 15 თებერვლის კვირაში იმსჯელებს

tano tano

Related post