ახალციხეში კომაში ჩავარდნილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

 ახალციხეში კომაში ჩავარდნილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

მძიმეა ახალციხელი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ინტუბირებულია (ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული) და კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. ექთანი კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც Covid 19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა.

„დღეს, ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, სადაც 16 ადამიანია აცრილი, 12:15 წუთზე აიცრა ჩვენი კოლეგა 27 წლის ქალი, რომელიც, როგორც ვიცი, სისტემატურად იტარებდა გრიპის აცრას და ანამნეზში არ აღნიშნავდა ალერგიულ რეაქციებს.

https://www.facebook.com/watch/?ref=external&v=771479063477972

Related post