აუცილებელია, ოპოზიცია გააქტიურდეს, ვგულისხმობ, მათ შორის აქციების მომზადებას

 აუცილებელია, ოპოზიცია გააქტიურდეს, ვგულისხმობ, მათ შორის აქციების მომზადებას

მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება არის ის ძალა, რომელსაც არ ესმის ჩვეულებრივი, ნორმალური, მხოლოდ ოთახის კედლებით შემოფარგლული საუბარი ამიტომ, აუცილებელია ოპოზიცია გააქტიურდეს, ვგულისხმობ მათ შორის აქციების მომზადებას, – ამის შესახებ პარტია “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს შანსი, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს, თუმცა ეს შანსი არარეალისტურია.

“რაუნდი რაუნდისთვის არ უნდა შედგეს. იმისათვის, რომ ეს არ იყოს რაუნდი რაუნდისთვის და იყოს კონკრეტული შედეგის მატარებელი, ამისი მზაობა უნდა ჰქონდეს პირველ რიგში, ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ხელისუფლების გადასაწყვეტია ის საკითხები, რასაც ოპოზიცია აყენებს. როდესაც ხელისუფლება ლაპარაკობს იმაზე, რომ ის არანაირ დათმობაზე არ აპირებს წამოსვლას ისეთ უმთავრეს საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის ვადამდელი არჩევნები, ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო გარემოზე აკეთებს მხოლოდ აქცენტს და ისიც ვიცით ჩვენ, როგორ ჩაატარებს ამ საარჩევნო გარემოს რეფორმირებას, ასეთ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ ვერანაირ სივრცეს იმისათვის, რომ რაუნდი შედგეს რეალური შედეგებით. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება არის ის ძალა, რომელსაც არ ესმის ჩვეულებრივი, ნორმალური, მხოლოდ ოთახის კედლებით შემოფარგლული საუბარი ამიტომ, აუცილებელია ოპოზიცია გააქტიურდეს, ვგულისხმობ მათ შორის აქციების მომზადებას იმიტომ, რომ ფაქტია, რომ ხელისუფლებას უნდა ოპოზიცია მაქსიმალურად ჩაითრიოს გრძელვადიან პროცესში, სადაც მოლაპარაკებები იქნება მხოლოდ მოლაპარაკებებისთვის იმიტომ, რომ მთავარი თემები გადაიფაროს და ეს მოლაპარაკებები არანაირი შედეგით არ დასრულდება.

ოპოზიცია არ წასულა ნამდვილად მოლაპარაკებების მაგიდიდან. ჩვენ ისევ გვაქვს დატოვებული უმთავრესი მოთხოვნები, თუ ამ მოთხოვნების განხილვაზე და შესაბამისად, გადაწყვეტაზე “ქართული ოცნება” წამოვა, რა თქმა უნდა, სჯობს მოლაპარაკებების მაგიდასთან შევთანხმდეთ და შევაჯეროთ უახლოეს პერიოდში ვადამდელი არჩევნების თარიღი, ვიდრე მაინც და მაინც ქუჩაში ვიდგეთ. უბრალოდ, ეს შანსი ჯერჯერობით არის დატოვებული, მაგრამ არ არის რეალისტური, ჩემი აზრით”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

tano tano

Related post