[x]
[x]
აფხაზეთმა დანარჩენ საქართველოს გაუსწრო - “ვერ უმკლავდებიან და სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეს”
07 September 2020 34

აფხაზეთმა დანარჩენ საქართველოს გაუსწრო - “ვერ უმკლავდებიან და სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეს”

“ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემამ შეიძლება ამას ვეღარ გაუძლოს.
ამაზე ქართველი ექსპერტები საუბრობენ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციასა და გასული კვირის სტატისტიკაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში ყოველდღიურად ინფიცირების იმაზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. გასულ ხუთშაბათს აფხაზეთში ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - 42 ახალი შემთხვევა ერთ დღეში, პარასკევს კი - 40. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 სექტემბრის მდგომარეობით აფხაზეთში დაფიქსირებული იყო კორონავირუსით ინფიცირების 466 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 154 გამოჯანმრთელდა და 4 გარდაიცვალა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, 4 სექტემბრის მდგომარეობით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული 308 აქტიური პაციენტია, დანარჩენ საქართველოში კი - 300”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აფხაზეთმა დანარჩენ საქართველოს გაუსწრო - “ვერ უმკლავდებიან და სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეს”.
 скачать dle 12.0
Comments