[x]
[x]
» » » "ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს" - ილია მეორე


"ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს" - ილია მეორე


დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას მრევლს მიმართა.
მან მენალსაცხებლე დედების ხსენების დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ის, თუ რა გააკეთეს მენელსაცხებელმა დედებმა, რამდენი გაბედული ნაბიჯი გადადგეს იმ დროს, როცა მოციქულებმა დატოვეს ჯვარცმული მაცხოვარი. მენელსაცხებელი დედები ჯვართან იდგნენ და იქ იზიარებდნენ ტკივილს მაცხოვრისას. მენელსაცხებელმა დედებმა თავისი მხრებით იტვირთეს სიმძიმე ეკლესიისა. ისინი ქადაგებდნენ მთელ მსოფლიოში და ჩვენ ვმადლობთ და თაყვანს ვცემთ მათ ღვაწლს. შემთხვევით არ არის, რომ ჩვენმა წინაპრებმა თამარ მეფე მიაკუთვნეს მენელსაცხებელ დედებს და გაუთანასწორეს თამარ მეფის ღვაწლი მენელსაცხებელ დედებს. მათი ლოცვა -კუთხევა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს.
ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს. როცა ხალხს უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას. ეკლესია აღაშენა მაცხოვარმა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. შეგეწიოთ მადლი ღვთისა, წყალობა ღვთისა, სიხარული, სიყვარული ღვთისა, წყალობა და მადლი ღვთისა იყოს თქვენ ზედა,“- აღნიშნა პატრიარქმა.скачать dle 12.0
loading...
449
    

კომენტარი

© 2019