[x]
[x]
» » » ხურჩელი ფერმერი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას შეეძლო რეგიონის ფერმერებისთვის კონკრეტული გეგმები გაეცნო და მათთვის გარკვეულწილად დახმარება გაეწიათ


ხურჩელი ფერმერი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას შეეძლო რეგიონის ფერმერებისთვის კონკრეტული გეგმები გაეცნო და მათთვის გარკვეულწილად დახმარება გაეწიათ


საზღვრისპირა სოფელი ხურჩა, რომელიც კონფლიქტის ზონიდან 100 მეტრში მდებარეობს, 62 წლის ჯამბულ ეხვაია წლებია ფერმერულ საქმიანობას ეწევა. იგი თავიდან ბიო- მარწყვის მოყვანითა და მისი რეალიზებით იყო დაკავებული და საკმაოდ წარმატებულად ართმევდა თავს აღნიშულ საქმიანობას. ფერმერი ბიო-მარწყვს როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე ენგურს გაღმა ყიდდა, თუმცა, როგორც კი აფხაზეთთან მდებარე ხურჩის გამშვები პუნქტი ჩაიკეტა, ფერმერმა მარწყვის ენგურს გაღმა გატანა ვერ მოახერხა. თუმცა მან მოასწრო გალში მცხოვრები რამდენიმე დაინტერესებული პირისთვის ესწავლებინა აღნიშნული საქმიანობა და მათ საჩუქრადაც რამდენიმე ასეული ძირი მარწყვი გადასცა. დღეს ფერმერი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, დონორი ორგანიზაციების დახმარებით მოახერხა მისი მცირე ბიზნეს საქმიანობა ეტაპობრივად განევითარებინა. პანდემიის გავრცელებისთანავე მან გადაწყვიტა, დეკორატიული მცენარეების ნაცვლად ბოსტნეული კულტურების მოყვანაზე ეზრუნა, რაც უფრო მომგებიანი და სასარგებლოც იქნებოდა. ფერმერი ასევე მეფუტკრეობითაც არის დაკავებული, თუმცა როგორც ამბობს, შარშან გაზაფხულის ბოლოს ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებულმა შესაწამვლმა საუშაოებმა ფუტკრის ოჯახები თითქმის გაანადგურა. იგი მთელ დროს სათბურში ატარებს და მუშაობის პარალელურად, საყვარელ რადიოს უმენს, საიდანაც ინფორმაციებსა და გემოვნებიან სიმღერებსაც ისმენს. გარდა ამისა, მან ექსპერიმენტები ჩაატარა თხილის ახალი ნერგების გამოყვანის კუთხით და როგორც თავად ამბობს, მიღებულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ფერმერის თქმით, კორონა ვირუსის გავრცელებისთანავე ხელისუფლებას შეეძლო რეგიონის ფერმერებისთვის კონკრეტული გეგმები გაეცნო და მათთვის გარკვეულწილად დახმარება გაეწიათ. ფერმერი სადაც იგი ახლა ცხოვრობს, ზუსტად 150 მეტრში მისი საკუთარი სახლ -კარია, სოფელი ნაბაკევი, სადაც იგი წლების განმავლობაში სკოლის დირექტორად მუშაობდა. მას იმედი აქვს, რომ ფერმერულ საქმიანობას სულ მალე იგი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გააგრძელებს.скачать dle 12.0
loading...
124
    

კომენტარი

© 2019