[x]
[x]
» » » ვინ და რა ოდენობის დახმარებას მიიღებს საქართველოს მთავრობისგან?


ვინ და რა ოდენობის დახმარებას მიიღებს საქართველოს მთავრობისგან?


COVID-19-ის გავრცელებით შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს სხვადასხვა ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით, 700 მილიონი ლარია.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ იმ დახმარებების და ადამიანების ჩამონათვალს, რომელთაც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა შეეხებათ.
„350 000-ზე მეტი დაქირავებით დასაქმებული, რომელიც უმუშევრად დარჩა, ან რომელიც გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, 6 თვეში, ჯამურად, 1200 ლარს მიიღებს.
პროგრამის ბიუჯეტი - 460 მილიონი ლარი;

375 000 თვითდასაქმებული ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს.
პროგრამის ბიუჯეტი- 75 მილიონი ლარი;

70 000 სოციალურად დაუცველი ოჯახი ჯამურად 600 ლარიან დახმარებას მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი - 45 მილიონი ლარი;

21 000 სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი დამატებით, ჯამურად 600 ლარიან დახმარებას მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი - 13 მილიონი ლარი;

40 000 შშმ პირი ჯამში 600 ლარიან დახმარებას მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი - 25 მილიონი ლარი,“-ნათქვამია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში.скачать dle 12.0
loading...
277
    

კომენტარი

© 2019