ძმის მკვლელობაში ბრალდებული მიზეზებზე არ საუბრობს, მას მძიმე ემოციური ფონი აქვს – ადვოკატი
7-01-2021, 18:50 71

ძმის მკვლელობაში ბრალდებული მიზეზებზე არ საუბრობს, მას მძიმე ემოციური ფონი აქვს – ადვოკატი

ძმის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ახლოური მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ მისი ადვოკატი საუბრობს.
 
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის მიზეზებზე არ საუბრობს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უკვე ვესაუბრე, მისთვის ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა და საქმის მასალები არ გადმოუციათ. სავარაუდოდ ბრალს დღეს წარუდგენენ, ველოდებით როდის დაგვირეკავს გამომძიებელი.
 
ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია, შესაძლებელია ჩვენ გამოვიყენოთ დუმილის უფლება. კონფლიქტის მიზეზებზე არ საუბრობს, ემოციური ფონიც ძალიან მძიმე აქვს.“ – განაცხადა თამარ გაჩეჩილაძემ.
 
შეგახსენებთ, 1999 წელს დაბადებული გიორგი ახლოური ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას – 2001 წელს დაბადებულ მიშა ახლოურს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
 
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრაიმტაიმი

კომენტარები