[x]
[x]
» » » დიდი ომი „ოცნებაში“-ხაინდრავამ კალაძეს დეპუტატები აუმხედრა


დიდი ომი „ოცნებაში“-ხაინდრავამ კალაძეს დეპუტატები აუმხედრა


„ქართულ ოცნებაში“ არსებობს შიდა დაპირისპირება, რომელიც კახა კალაძის გუნდიდან წასვლით შეიძლება დასრულდეს.
გუშინ, 26 ნოემბერს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, ის ერთ დღეს თავის გუნდთან ერთად ოპოზიციაში გადავიდეს. ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა თბილისის მერის ეს განცხადება გადაფარა.
არადა, კალაძე შეიძლება მართლა წავიდეს. ბევრი მეოცნებისგან განსხვავებით, მას თავისი გუნდიც ყავს და რაც მთავარია, საკუთარი ფინანსებიც გააჩნია.
მისი ეს განცხადება ერთგვარი გაფრთხილება იყო. მან ბიძინა ივანიშვილი და თანაგუნდელები გააფრთხილა.
მისი წასვლა-არწასვლის საკითხი ახლა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი. ამბავი რომელიც „ოცნებაში“ შეიძლება დიდი განხეთქილების მიზეზი გახდეს, მთავარმა მეოცნებემ უნდა გაარჩიოს. როგორც ირკვევა ბიძინა ივანიშვილმა ერთი მიწის ნაკვეთის ამბავი უნდა განიხილოს, რომელიც თითქმის გოგა ხაინდრავას საკუთრება ხდებოდა, მაგრამ თბილისის მერმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა.
კახა კალაძემ კატეგორიული უარი განაცხადა ამ ნაკვეთის ხაინდრავასთვის გადაცემაზე. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ნაკვეთი დიღომში მდებარეობს.
სანამ მთავარი მეოცნებე საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს, ხაინდრავამ სცადა თავადაც გაესწორებინა თბილისის მერისთვის ანგარიში.
აღსანიშნავია, რომ მისი საწინააღმდეგო განცხადება დღეს, 27 ნოემბერს, გაკეთდა. წინა დღით კი კალაძემ გუნდიდან შესაძლო წასვლა დაანონსა. დიდი ალბათობით კალაძემ იცოდა, რომ ხაინდრავა მისთვის ანგარიშის გასწორებას აპირებდა და მმართველი პარტია გააფრთხილა.
27 ნოემბერს პარლამენტის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ კალაძის მსგავსი კორუმპირებული მერი თბილისს ჯერ არ ჰყოლია.скачать dle 12.0
loading...
3 298
    

კომენტარი

© 2019