შეხვდება თუ არა ახალი შტამის ვირუსი ადამიანებს, ვინც კორონავირუსი ერთხელ უკვე გადაიტანა – კულუმბეგოვის განმარტება
4-01-2021, 22:55 134

შეხვდება თუ არა ახალი შტამის ვირუსი ადამიანებს, ვინც კორონავირუსი ერთხელ უკვე გადაიტანა – კულუმბეგოვის განმარტება

„ისტორიული მაგალითები ყოფილა, რომ სახეცვლილი ვირუსები უფრო შემწყნარებლები ხდებიან, რათა გადარჩნენ“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
 
მისი თქმით, ქვეყნებში კორონავირუსით გადატანილ ადამიანებზე ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება.
„მეცნიერების გარკვეული ნაწილი არ გამორიცხავს, რომ შეიძლება, ეს ფორმა ინფექციის უფრო შემსუბუქების ფორმადაც კი გადაიქცეს, არა დამძიმების. ისტორიული მაგალითები ყოფილა, რომ სახეცვლილი ვირუსები უფრო შემწყნარებლები ხდებიან, რათა გადარჩნენ. ის, რომ რეინფიცირებისშემთხვევები გაიზრდება, ჯერჯერობით, ეს იმ ქვეყნებში არ ფიქსირდება, სადაც ეს ვირუსი უკვე გარცელებულია. ამიტომ ძალიან საპანიკო მდგომარეობა არა გვაქვს, თუმცა საზოგადობრივი ჯანდაცვისთვის ეს, შესაძლოა, გამოცდა იყოს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კომენტარები