[x]
[x]
» » » კახა კალაძე - ოპონენტები რეალობას აცდენილები არიან-ჩვენ ორიენტირებული ვართ, დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა, თუ ამ ყველაფერში შემოგვიერთდებიან, მხოლოდ და მხოლოდ მათ წაადგებათ საბოლოოდ


კახა კალაძე - ოპონენტები რეალობას აცდენილები არიან-ჩვენ ორიენტირებული ვართ, დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა, თუ ამ ყველაფერში შემოგვიერთდებიან, მხოლოდ და მხოლოდ მათ წაადგებათ საბოლოოდ


თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ოპონენტების მხრიდან გაკეთებული განცხადებები მძიმე მოსასმენია, რადგან ისინი რეალობას აცდენილია.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მოსაზრების შეფასებისას განუცხადა, კარგი იქნება, თუ ოპონენტები ხელისუფლებას მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გასახორციელებელ სამუშაოებში შეუერთდებიან.
„ირაკლის პოსტი მე არ მინახავს, თუმცა, რასაც ვისმენ ბოლო დღეებში ოპონენტების მხრიდან არის ძალიან მძიმე მოსასმენი. რეალობას აცდენილები არიან აქაც, აბსურდულ განცხადებებს ვისმენთ, თუმცა ვფიქრობ, ამის დრო არ არის. ჩვენ ვართ ორიენტირებულები და კონცენტრირებულები, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოება. თუ ისინი ამ ყველაფერში შემოგვიერთდებიან, მხოლოდ და მხოლოდ მათ წაადგებათ საბოლოოდ“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ტელევიზიების, „ტროლებისა“ და „ბოტების“ მხრიდან ექიმების, შეზღუდვების და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა ზომების კრიტიკა პანდემიის დროს, პოლიტიკური მაროდიორობაა.
მისი თქმით, საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა: 1000 მოსახლეზე ინფიცირებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით; 1000 მოსახლეზე გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით.
„ეს მაჩვენებლები რომ ყოფილიყო იტალიის, ესპანეთის, ბელგიის და მთელი რიგი სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსი, 3,7-მილიონიან საქართველოში კოვიდით უკვე 1500-2000 ადამიანი იქნებოდა გარდაცვლილი. დღეს კი, საქართველოში სიკვდილიანობა ამ ქვეყნებზე 300-ჯერ და 400-ჯერ დაბალია.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოში უკვე გადავარჩინეთ 2000-მდე ადამიანის - ასეულობით მოხუცისა და ათეულობით ახალგაზრდის სიცოცხლე.
ეს არის ჩვენი ექიმების, დაწესებული შეზღუდვებისა და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა დროული და ეფექტიანი ზომების დამსახურება.
ამ ვითარებაში, პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ტელევიზიების, ტროლებისა და ბოტების მხრიდან ექიმების კრიტიკა, შეზღუდვების კრიტიკა და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა ზომების კრიტიკა არის პოლიტიკური მაროდიორობა პანდემიის დროს“, - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.скачать dle 12.0
loading...
136
    

კომენტარი

© 2019