თვითმფრინავი აფრენიდან 5 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა – 2 წლის წინ იმავე რაიონში ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა
9-01-2021, 16:20 66

თვითმფრინავი აფრენიდან 5 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა – 2 წლის წინ იმავე რაიონში ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა

თურქული მედიის ცნობით, საკმაოდ უცნაური შემთხვევა მოხდა, საფრენი ბილიკიდან თვითმფრინავი 5 წუთში რადარებიდან გაქრა. ახლა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
„ინდონეზიის ერთ-ერთ რაიონში, სამგზავრო თვითმფრინავი, Sj-182 რადარებიდან გაქრა. შემთხვევა, აფრენიდან 5 წუთში მოხდა. სამგზავრო მარშრუტის შესაბამისად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

ცნობილია, რომ ბორტზე 59 მგზავრი იმყოფებოდა, პილოტი კი, 27 წლის მამაკაცია. პირველადი ინფორმაციით, თვითმფრინავთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება.” – წერს თურქული მედია.
 
ინდონეზიური მედიის ცნობით, 2018 წლის 29 ოქტომბერს იმავე რაიონში ანალოგიური შემთხვევა მოხდა, მაშინ თვითმფრინავი, რომელიც რადარებიდან გაქრა, რამდენიმე დღიანი ძებნის შედეგად, ზღვაში აღმოაჩინეს. მაშინ, შემთხვევას 189 მგზავრი ემსხვერპლა.

კომენტარები