[x]
[x]
გერმანიამ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა - არნახული ზეწოლა მოსკოვზე და დრამატული სანქციების მოლოდინი
07 September 2020 51

გერმანიამ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა - არნახული ზეწოლა მოსკოვზე და დრამატული სანქციების მოლოდინი

“რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის გამო გერმანიამ, შესაძლოა, გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას გადახედოს.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა გერმანულ “ბოლდ ონ ზონტაგთან” ინტერვიუში განაცხადა. თუმცა, ეს მხოლოდ ნაწილია იმ სერიოზული პრობლემებისა, რომელიც რუსეთს შესაძლოა ნავალნის მოწამვლის გამო შეექმნას. თავისთავად, რუსეთის ხელისუფლების მთავარი ოპოზიციონერის ასეთ საეჭვო ვითარებაში “განეიტრალება” და რუსეთის ხელისუფლების უარი ამ საქმის გამოძიებაზე დასავლეთის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, თუმცა ამ საქმეში სხვა დეტალია უფრო მნიშნელოვანი - ნავალნის მოწამვლით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს ქიმიური იარაღი და კიდეც იყენებს მას. ეს კი მკაცრადაა აკრძალული გაეროს კონვენციით “ქიმიური იარაღის, შექმნის, წარმოების, დაგროვებისა და გამოყენების აკრძალვისა და მისი განადგურების შესახებ”, რომელიც 1993 წელს მიიღეს და მას რუსეთიც აწერს ხელს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გერმანიამ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა - არნახული ზეწოლა მოსკოვზე და დრამატული სანქციების მოლოდინი.
 скачать dle 12.0
Comments